ზაალ უდუმაშვილი - თანამდებობაზე ბრუნდება ის, ვინც უფრო მორჩილია, ვინც ივანიშვილს დაუძახებს ექვთიმე თაყაიშვილს და მესიას

დღეს შევიკრიბეთ, რათა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურატურაში მეორედ მოსვლა გავაპროტესტოთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძეს მორალური უფლება არ აქვს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ისევ დაბრუნდეს.

„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლა გავაპროტესტოთ გენერალურ პროკურატურაში. ადამიანს, რომელმაც 8 თვის წინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, თუ რა ხდებოდა პროკურატურაში და წავიდა თანამდებობიდან, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ ისევ დაბრუნდეს ამ თანამდებობაზე. კარგად ვხედავთ, რომ დღეს მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლება აგებულია მორჩილებაზე. ვინც უფრო მეტად მორჩილია, ის ბრუნდება თანამდებობაზე, ვინ დაუძახებს მას ექვთიმე თაყაიშვილს შეხვედრებზე და ვინ შეადარებს მესიას. ასე რომ, ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. შოთაძეს არა აქვს არანაირი უფლება, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდეს. ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ გაისტუმრებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა