გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა მცხეთაში, საავადმყოფოში მიმდინარეობს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულს ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ დააყენებს ბრალდების გადაკვალიფიცირების შუამდგომლობას, ადვოკატმა განაცხადა, რომ კიდევ რაღაცას ელოდებიან და გადაწყვეტენ.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარის ძირითად მტკიცებულებებს ჯერჯერობით ფაქტის ამსახველი მხოლოდ ორი ვიდეო-ჩანაწერი წარმოადგენს.

„მეტი მტკიცებულება ჯერ საქმეში არ დევს, მაგრამ ჩაიდება აუცილებლად კიდევ. თვითონ ფაქტის ამსახველი მტკიცებულებები ძირითადად ეს ორი ვიდეოა“,- განაცხადა კაკაბაძემ.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობა მცხეთაში, საავადმყოფოში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ გუშინ განუცხადა, თავად ბრალდებულიც დაშავებულია.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო