გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - თან რომ ილანძღება, რა უნდა?!

ისე არ ვართ დესტრუქციული?! ვერ გავიგე რა ისტერიკაა, ისტერიკაც მინახავს და ისტერიკაც. ივანიშვილის მორიგმა „კლოუნმა" ერთი და იგივე სისულელე რამდენჯერ უნდა გაიმეოროს?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ - ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს".

გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოების დაკვეთა არის პროპორციული არჩევნები.

„თან რომ ილანძღება, რა უნდა?! თვითონ ააფეთქეს მოლაპარაკება, ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს, იმიტომ, რომ ბრიყვული გათვლა აქვს, შედარებით მშვიდ ვითარებაში წააგებს არჩევნებს. თუ გონს მოეგება, არის კომპრომისები მაგიდაზე და შეუძლია აირჩიოს. შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დაიჭირა ამ ბრიყვული გათვლით, რომ ასე გადარჩება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ განმუხტვისკენ ვართ მოწოდებული”, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ოპოზიცია 100/50-თან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას, ბოკერია პასუხობს, რომ მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს ივანიშვილი და არა ოპოზიცია.

„ის წავიდა მაგიდიდან, როცა თქვა, რომ არ აინტერესებს გონივრული კომპრომისი“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსნებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია და პარტნიორები ერთ პოზიციაზე არიან, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა.

„თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ეს ნაწილი დესტრუქციულია და მხარს უჭერს დესტაბილიზაციის პროცესს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო