იაპონია კორონავირუსის სამკურნალოდ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების კლინიკურ გამოცდას იწყებს

იაპონია კორონავირუსის სამკურნალოდ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების კლინიკურ გამოცდას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მდივანი იოშიჰიდე შუგა ავრცელებს.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვემზადებით, რომ დავიწყოთ აივ პრეპარატების კლინიკური გამოცდა კორონავირუსის სამკურნალოდ“,-განაცხადა შუგამ ბრიფინგზე.

მთავრობის მდივანს არ დაუკონკრეტებია რამდენი ხანი დასჭირდება ცდებს, რომ საბოლოო დასკვნები დაიდოს.

ცნობისთვის, იაპონიაში კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 450 Diamond Princess-ის საკრუიზო გემზე დადასტურდა, რომელიც იოკოჰამას პორტშია გაჩერებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა