ჩეხეთის ელჩი - ჩვენ ვიღებთ განცხადებებს საქართველოდან დასაქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კვოტა და ის ყოველთვის ივსება

ჩვენ ვიღებთ განცხადებებს საქართველოდან დასაქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კვოტა და ის ყოველთვის ივსება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტერ მიკისკამ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების შესაძლებლობები მთელს მსოფლიოში არსებობს და ეს ჩეხეთსაც კარგად აქვს რეგულირებული.

„ჩემს ქვეყანაში არის ამის შესაძლებლობა. კონკრეტულად რომელ სექტორში, ასე ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენ შეზღუდვები არ გვაქვს და ნებისმიერ სექტორში შეუძლიათ ადამიანებს დასაქმება ითხოვონ. ჩვენ ეს პროცესები კარგად გვაქვს რეგულირებული.

ვიღებთ განცხადებებს საქართველოდან, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ შემიძლია გითხრათ, რადგან ჩვენ გვაქვს კვოტა, რომლის ზემოთაც რამდენი განაცხადი შემოვა, ამის სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, თუმცა, კვოტა ყოველთვის ივსება,"- განაცხადა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა