აქციის მონაწილეები პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეძახილებით “მონა-მონა”, „თვალთხარია გახარია“ დახვდნენ

“მონა-მონა”, „თვალთხარია გახარია“ - აქციის მონაწილეების ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტში შესვლა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელსაც ასევე დაესწრებიან, როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მინისტრები.

პარალელურად კი პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესების მიმართ გამოხატავენ პროტესტს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა