ირაკლი კობახიძე - ადრე 200 „ნაცი“ იდგა ხოლმე აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

ადრე 200 „ნაცი“ იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე. ეს „თავებიც“ მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების საპროტესტო ღონისძიებებზე კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას, რასაც ოპოზიცია სხვა პოლიტიკურ საკითხთან ერთად ასევე აპროტესტებს, კობახიძის თქმით, ირაკლი შოთაძემ ადრე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და ახლა ყველანაირი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ გენერალურ პროკურორად დაბრუნდეს.

"ნაცმოძრაობას" უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობს ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვს.

რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს