ვლადიმერ ზელენსკი - ამ დილით დონბასში თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს, სამწუხაროდ, არის დანაკარგიც

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო ფორმირებებმა დონბასში საომარი მოქმედებები განაახლეს.

„ოკუპანტების სამიზნე ჩვენი ძალები არიან. ისინი მინსკის ხელშეკრულებით აკრძალულ იარაღს იყენებენ“,-აცხადებენ ქვეყნის სამხედრო უწყებაში.

მედიის ცნობით, აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს ამ მომენტშიც, ორივე მხარეს არიან დაღუპულებიც.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტიც.

„ამ დილით თავს დაესხნენ პოზიციებს ნოვოტოშკოვსკის, ორეხოვოს, კრიმსკოეის, ხატორ ვოლნის დასახლებების მახლობლად. დაბომბვა ხორციელდება მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღებით. სამწუხაროდ, არის დანაკარგებიც. ამ წუთისთვის ბრძოლა შეწყვეტილია. ჩვენი კურსი ომის დამთავრებისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, უცვლელი რჩება - ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოვიგერიოთ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება”, - აცხადებს პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა