ირმა ნადირაშვილი - ზუსტად საბჭოთა ჰიმნი უნდა ისმოდეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რადგან  ეს არის იმ საქართველოს შესაფერისი, რომელიც დღეს მივიღეთ

ზუსტად საბჭოთა ჰიმნი უნდა ისმოდეს ახლა დარბაზში, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე შესაფერისი იმ საქართველოსთვის, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრა ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აქცია-პერფორმანსის ჩატარების შემდეგ განაცხადა.

ნადირაშვილის განცხადებით, გზავნილი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, მისულია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთანაც.

„როდესაც მოლაპარაკების მაგიდიდან ადამიანებს ციხეში აგდებენ, როცა ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, როდესაც ოპოზიციასთან დიალოგი არავის უნდა და ცდილობენ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და ასე მიაღწიონ წარმატებას, ვთვლით, რომ ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება, რომ ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, ეს იყო საბჭოთა ჰიმნი, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუშლით, რომ ზარზეიმით ჩაატარონ დღევანდელი სხდომა, ეს ხელს არ შეუშლით, რომ განაგრძონ თავისი მავნებლობა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ პასუხს ამ ყველაფერზე, ამ უტიფრობაზე მიიღებენ არჩევნებში და ჩვენ ნებისმიერი სისტემით ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ.

დიპლომატიურმა კორპუსმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ამ ქვეყანაში რა ხდება და ამის გამოხატულებაა ის წერილები, რომლებიც დღეში რამდენიმე მოდის. ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის დროს. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი, რომ ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირია, ისედაც მისულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა