ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან

ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი საქართველოში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას.

კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ.

„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი „ნაციონალი“ კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი საქართველოში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები არიან, პირველ რიგში, თავიანთი ღირებულებებით. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს ემსახურებოდა და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა