გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სსრკ-ს ჰიმნის ჩართვაზე - ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისივე მელოდიით შემოვიდნენ

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ევროპული საქართველოს" დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის სასესიო დარბაზში „თავისივე მელოდიით“ შევიდნენ.

„საბჭოთა და რუსული ჰიმნი ერთი და იგივე მელოდიაა. ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისივე მელოდიით შემოვიდნენ. ადამიანი, ვინც მომსწრეა იმ პროცესების, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ვითარდებოდა 2008 წლის წინა პერიოდში, არაერთხელ გავიმეორებ, რომ იმ რეალური სტრატეგიული გეგმის დარღვევით, რაც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, უზრუნველყოფილი იქნა რუსული სტრატეგიული ინტერესების გატარება საქართველოში. დღეს სიმბოლური იყო, რომ სწორედ ეს ადამიანები კვლავ რუსული ჰიმნით დადიან პარლამენტის შენობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა