სერგი კაპანაძე - კალაძესა და „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები არ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე არ წავა.

კაპანაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ მმართველი პარტია მზადაა სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრებისა და საარჩევნო სისტემაზე მსჯელობისთვის. კაპანაძის თქმით, დიალოგი გიგი უგულავას დაკავებით დამთავრდა.

„როგორც ჩანს, ახალი, ბისმარკისეული სტრატეგია მოიგონეს ახლა, რომ „დაყავი და იბატონეო“. არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება. დიალოგი იმ ამოცანით და იმ მიზნით მიმდინარეობდა, რომ პროპორციულ სისტემაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ მათ უარი თქვეს დიალოგზე და დაიწყეს ოპოზიციური ლიდერების დაჭერა, შესაბამისად, დიალოგი დამთავრდა მათი ამ ნაბიჯით. ამიტომ, ახლა რას ამბობენ, ვისთან საუბარი უნდათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მოლოდინი მაქვს, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ დიალოგზე არ წავა“, - აღნიშნა კაპანაძემ კალაძის განცხადების კომენტირებისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა