უკრაინის გაერთიანებული ძალები - სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა - უკრაინას პოზიციები არ დაუკარგავს

უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. ინფორმაციას გაერთიანებული ძალების შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

„ბრძოლები ნოვოტოშივსკის, ორიხლოვის, კრინსკის და ჰუტირ ვილნის ტერიტორიებზე ამ დროისთვის შეწყვეტილია. გაერთიანებული ძალების დანაყოფებმა ადეკვატური პასუხი მიაგეს მტერს და ინარჩუნებენ სრულ კონტროლს არსებულ ვითარებაზე. სამწუხაროდ, დაღუპულია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ხოლო 4 სამხედროს მცირე დაზიანებები აქვს მიღებული. მტრის მხარეს დაღუპულია ერთი პირი და მძიმედ არის დაშავებული 5“, - აცხადებენ შტაბში.

ამასთან, განცხადება გაკეთდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყება საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, მედიის ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებებმა უკრაინულ პოზიციებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტები ცდილობდნენ არსებული გამყოფი ზოლი გაერღვიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო