პრეზიდენტმა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრისას განიხილეს მალაიზიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გააქტიურების საკითხები.

„პრეზიდენტმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე, კრიზისული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარწერიანი მედიკამენტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აზიანებს არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს მოსახლეობასაც. პრეზიდენტმა მალაიზიის დელეგაციასთან ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილა. აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში 2903 მალაიზიელი ტურისტი იმყოფებოდა, რაც 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს