ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულები, ვახტანგ ბურძენიძე და ზურაბ ფოფხაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.

საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ორივე დაკავებულის შემთხვევაში ძალაში უნდა დარჩენილიყო. პროკურორის თქმითვე, საქმეზე რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც დაკავებულების მიმართ შეფარდებულ პატიმრობას შეცვლიდა. გუმბერიძის განცხადებით, ბრალდებულებს ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლითაც წარედგინათ, რითაც ბრალდება დაუმძიმდათ, შესაბამისად, მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეცვლოდათ.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, დაკავებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მიმალვის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია ბრალდებული ვახტანგ ბურძენიძე.

ვახტანგ ბურძენიძესა და ზურაბ ფოფხაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი.

დაკავებულებს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენიძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა