ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე და მერაბ ქვარაია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, ნიდერლანდებში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ყურადღება ​სათვისტომოებისა და დიასპორული ორგანიზაციების უკეთ ფუნქციონირებისა და ქართულ სახელმწიფოსთან მათი კონტაქტების გაღრმავების თემაზე, დიასპორასთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაძლიერების კუთხით არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკაზე გამახვილდა.

მათივე ინფორმაციით, ბექა ოდიშარიამ ნიდერლანდებში მოღვაწე თანამემამულეებს გააცნო ქართული სახელმწიფოს მიდგომა და ხედვები დიასპორებთან ურთიერთობის საკითხზე , არსებული გამოცდილება და დიასპორული პოლიტიკა, საქართველოში მიმდინარე უახლესი პროცესები, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და განსაკუთრებული ყურადღება საზღვარგარეთ ქართულ ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებს, დაგროვილ პრობლემებს, დიასპორაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს დაეთმო. მსჯელობა, ასევე, გაიმართა დიასპორისა და მიგრაციის სხვა მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე, ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე და საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ .

დასასრულს შეხვედრის მონაწილეები მომავალ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კომიტეტთან, სოციალური მედიით, აქტიური კონტაქტების დამყარებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა