ჯანდაცვის სამინისტროს წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების აქცია გაიმართება

19 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების აქცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ისევ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

„პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა იქნება ის, რომ დაგვაბრუნინ მერიის დაქვემდებარებაში, რადგან არ ვართ კმაყოფილი ჯანდაცვის სამინისტროთი. იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროზე იყო რეგიონალური სასწრაფოები დამოკიდებული, ჩვენ შეგვიერთა რეგიონულმა, რომელსაც თვითონ არ ჰქონდა ჯერ აწყობილი რეგიონში თავის საქმე. იქ იყო მედიკამენტების დეფიციტი, ასევე არის დიდი პრობლემა დასუფთავების, მანქანა ბინძურდება და ამაზეც გვიწევს ბრძოლა, რომ სამ წუთში ექიმები ვერ დავალაგებთ მანქანას, როცა ადრე ყოველთვის გვქონდა ათ წუთიანი დასუფთავება. ძალიან უპატრონოდ და ქაოსში ვართ“, - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.

მისივე თქმით, მეორე მოთხოვნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ხელფასების მომატებაა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა