რამაზ საყვარელიძე - „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით უამრავი საქმე ჯერ კიდევ მისაყვანია ბოლომდე და შეიძლება მიაჩნიათ, რომ ირაკლი შოთაძე მიიყვანს ამას დასასრულამდე

ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში როლი ითამაშა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ შოთაძის დღევანდელმა პოზიციამ, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დანიშვის ფაქტი შეაფასა.

მისი თქმით, შესაძლოა, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ საქმეებს დასასრულამდე შოთაძე მიიყვანს.

„ცდილობენ ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წავა თანამდებობიდან, იმავე თანამდებობაზე აღარ აღმოჩნდეს, ეს თვითონ ადამიანისთვისაა უხერხულობის შემცველი. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში როლი ითამაშა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ შოთაძის დღევანდელმა პოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობის“ თემატიკა იყო მგონი, ძირითადი მოტივი, რომ სწორედ შოთაძე და არა სხვა აღმოჩნდა მთავარი კანდიდატი. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებით უამრავი საქმე ჯერ კიდევ მისაყვანია ბოლომდე და შეიძლება მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ საქმეებს მიიყვანს დასასრულამდე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა