ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება

ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო საქმის განხილვა 17 მარტს დაიწყება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ იერუსალიმის საოლქო სასამართლოში პირველ სხდომას უნდა დაესწროს, სადაც ბრალდებას გააცნობენ. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.

ნეთანიაჰუ პირველი პრემიერია ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება. მას სამ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის არის მექრთამეობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა. პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნეთანიაჰუს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება მექრთამეობისთვის, ხოლო მაქსიმუმ სამი წელი თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის. ორი კვირით ადრე კი, 2 მარტს ქვეყანაში მესამე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა