5-თვიანი განხილვების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტად აშრაფ ღანი გამოცხადდა

არჩევნების საბოლოო გამარჯვებულად მეორე ვადით აშრაფ ღანი გამოცხადდა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საზოგადოებას საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ჰავა ალამ ნურისტანიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო.

70 წლის აშრაფ ღანის ხმების 50.64% ერგო, მის მთავარ კონკურენტს აბდულა აბდულას კი 39.52%.

ოპონენტები აცხადებენ, რომ სექტემბერში გამართულ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა თაღლითობას და ბიომეტრიულ აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებს, დარღვევების გამო, კი მილიონზე მეტი ხმა გაუქმდა.

აშრაფ ღანი პრეზიდენტად პირველი ვადით 2014 წლის სექტემბერში აირჩიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა