ხორვატიის პრეზიდენტი ინაუგურაციაზე -  სასამართლო დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ტირანიისთვის ყველაზე მტკიცე ბარიერებია

ხორვატიის ახალი, პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას. რიგით მეხუთე პრეზიდენტმა საკუთარი ინაუგურაციის მოკრძალებული ცერემონიისთვის ზაგრებში, პრეზიდენტის რეზიდენცია შეარჩია, ნაცვლად წმინდა მარკის მოედნისა, სადაც მისი წინამორბედების ინაუგურაცია ჩატარდა.

„აკადემიური და სასამართლო დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ტირანიისთვის ყველაზე მტკიცე ბარიერებია“, - განაცხადა 53 წლის მილანოვიჩმა ინაუგურაციისას.

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართა. პრეზიდენტს ქვეყანაში 5 წლის ვადით ირჩევენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს