სამოქალაქო აქტივისტები „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავენ და ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია - პერფორმანსს მართავენ. აქცია-პერფორმანსით ისინი დღეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა, რომლებიც აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობდნენ მანდატი დატოვონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “ხოშტარია წადი” .

“როგორ შეიძლება ევროპული საქართველო გერქვას და ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აჟღერებდე? ჩვენ ვართ ქართველები, რომლებიც ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვით და ეს ევროპული საქართველო არის პარადოქსი”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი მივიდა, რომელიც ხმაურს აპროტესტებდა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს