აქტივისტების ინფორმაციით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი მანდატს არ დატოვებენ

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით შიოშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დეპუტატებს -ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ.

“დღეს მოხდა ყოვლად ამორალური შემთხვევა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა პარლამენტში. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები გაგვაჩნია და ნებისმიერი სიმბოლიკა, რომლითაც გამოხატული იქნება საბჭოთა კავშირი იქნება სირცხვილი და ამ სირცხვილს ვაპროტესტებთ. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ეს სირცხვილი იარსებებს”,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს