დავით მათიკაშვილი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვაზე - ასეთი ქმედება უნდა იყოს ადეკვატურად რეაგირებული

ჩემი აზრით, ასეთი ქმედება უნდა იყოს ადეკვატურად რეაგირებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოზიციას, რომ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის გამო, ირმა ნადირაშვილსა და ელენე ხოშტარიას დეპუტატის მანდატი უნდა შეუჩერდეთ.

დავით მათიკაშვილს არ დაუკონკრეტებია აღნიშნულის გამო, რა ფორმით უნდა აგონ პასუხი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს.

„პარლამენტში არსებობს ეთიკის საბჭო, რომელიც პარლამენტის წევრის ქმედებაზე არის პასუხისმგებელი, არსებობს „კანონი ოკუპაციის შესახებ“ რომელშიც, ასევე არის გარკვეული წესი ჩამოყალიბებული. არსებობს საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებასთან არსებული რეგულაციები, რომელიც ასევე თავის შესაბამის სანქციებს გულისხმობს. არ ვიცი, მე არ ვარ მოსამართლე, პროკურორი, მე არ ვარ არც ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი. მე ვარ პარლამენტის წევრი. მე უბრალოდ, ვამბობს, რომ ქმედება, რომელმაც ჩემს ქვეყანას ისეთივე ზიანი მიაყენა, რაც თუნდაც იმ (რუსული) სააგენტოების ინფორმაციიდან ჩანს, რაც ჩემდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის მასმედიაში იბეჭდება, რაღაც დოზით ამ ყველაფერზე ყველამ უნდა აგოს პასუხი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მანამდე კი, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი მაშინ ჩართო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ „რუსულ კავშირებზე“ საუბრობდა. მათიკაშვილის თქმით, შესაძლოა ეს დამთხვევაც ყოფილიყო.

„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის რუსულ კავშირებზე და რუსულ კვალზე, კერძოდ, ამბობდა, რომ ჯერ ომი არ იყო დამთავრებული და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები საომარ მოქმედებაში მყოფ ქვეყანას, მტერს.... ზუსტად ამ დროს ელენე ხოშტარია შემოვიდა საბჭოთა კავშირის ჰიმნით",-განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გააშუქა. მათიკაშვილის თქმით, “ეს გააკეთა სწორედ იმ ძალამ, რომელიც ცდილობს პერფორმანსებით გადაფაროს და შენიღბოს საკუთარი წარსული, შენიღბოს მათი დღევანდელი ქმედებებიც და ისრები ხელისუფლებაზე გადმოიტანოს“.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა