გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წელს დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 ჰექტარით გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 ჰექტარით გაზარდოს.

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოვლების გადასარჩენად”, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა