2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, 85 მილიონ ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია

2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაცია 1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა.

ამასთან, აღსანიშნავია რომ 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე შეფასება არ მომხდარა.

რაც შეეხება 2019 წელს სიმბოლურ ფასად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას, 2019 წლის 8 აპრილს სს „ნენსკრა ჰიდროს” 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი. ასევე კომპანიას დეკემბერში 10 ერთეული მიწის ნაკვეთი გადაეცა 1 დოლარად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 652 345 ლარია.

15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

ასევე აღსანიშნავია , რომ 2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სხვადასხვა საწარმოს მოწყობის მიზნით 1 ლარად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა ბიზნესისთვის გადაცემული.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში , ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს - 4 022 168 ლარის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო