ლუიზა ვინტონი - გუშინ ვესწრებოდი პარლამენტის სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც გულსატკენია

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები პარლამენტში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლარიზებული გარემოს გადასალახად გზები უნდა გამონახოს.

„ვფიქრობ, საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა იმისთვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელი ქვეყნის სახელი და რეპუტაცია მოეპოვებინა. დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა, რომ სწორედ საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან იმ მდგომარეობითა და სპეციფიკური სიტუაციით შეშფოთებულები, რაც დღეისთვის საქართველოს პარლამენტში არსებობს. მაგალითად, გუშინ ვესწრებოდი სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც საკმაოდ გულსატკენია. უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა მოხდეს“,-აცხადებს ლუიზა ვინტონი.

ის ასევე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. „მინდა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს დავუბრუნდე. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი მიდგომებია საჭირო. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, თუ ვის რა სურვილი შეიძლება გააჩნდეს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, არამედ ამოვიდეთ იქედან, რაც უკვე გაკეთდა. რა შთაბეჭდილება რჩება, ამაზე უნდა ვიფიქროთ“, - აცხადებს ვინტონი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო