გაერო - მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საკუთარი ბავშვები დაიცვას

არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და იუნისეფის ექსპერტების საერთო კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერომ დაუკვეთა.

განცხადების თანახმად, მსოფლიოს ყველა ბავშვის მომავალი რისკის შემცველია, რადგან არ ხდება კლიმატური ცვლილებების ეფექტების აღმოფხვრა და მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა სუფთა და ჯანმრთელი გარემოსადმი, რაც კეთილდღეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

მოხსენებაში ასევე საუბარია, რომ ბავშვებს საფრთხე მავნე მარკეტინგითაც ემუქრებათ, რომელიც ცხიმის და შაქრის შემცველ პროდუქტებს, თამბაქოსა და ალკოჰოლს უწევს კამპანიას.

„მთავარი გზავნილი ის არის, რომ არც ერთი ქვეყანა არ იცავს საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას დღეს, რომ უზრუნველყოს მათი მომავალი“,-წერენ ექსპერტები და სოციალურ მედიაზეც ამახვილებენ ყურადღებას, სადაც მსგავსი მავნე მარკეტინგის სამიზნე სწორედ ბავშვები ხდებიან.

„კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური დეგრადაცია, მიგრაცია, კონფლიქტები, უთანასწორობა და მტაცებლური კომერციული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა