უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარის სეზონის დროს.

„სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უშუალოდ შეხვდეს სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად აუხსნას აბონენტებს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობა. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართება. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს 16:00 საათზე, ვარკეთილის ზ/პლატო კორპ. 41-თან გაიმართება.

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან და გაზის სპეციალისტებთან ერთად, უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობენ: ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები, პარალელურად, იწყებენ უსაფრთხოების კამპანიას თბილისის საჯარო სკოლებში. უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ. ღია წვის კამერიანი აკრძალული და სახიფათო დანადგარები, თვითნებურად, კუსტარულად დაერთებული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. კომპანიის სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ აბონენტებს, ქსელიდან ხსნიან სახიფათო დანადგარებს და აფრთხილებენ საფრთხეებზე. ამის მიუხედავად ხშირია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების რჩევების იგნორირება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად დიდი საფრთხისა, აბონენტთა ნაწილი მაინც ცდილობს ქსელიდან ჩახსნილი სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების კუსტარულად, თვითნებურად დაერთებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის