მამუკა მდინარაძე გომელაურის დანიშვნაზე ოპოზიციის განცხადებაზე - რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ ვხვდები, აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?

აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განცხადებას.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკას ავითარებენ, როცა საუბრობენ, რომ პოსტზე კონკრეტული პირი ივანიშვილის გარემოცვიდან დაინიშნა.

„ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში? რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ ვხვდები. ამ თანამდებობაზე სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო?"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს