სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სეულის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლი მიონ ბაკი კორუფციასა და თანხების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას გარდა, ექსპრეზიდენტს 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

78 წლის ლი მიონ ბაკი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი კომპანიის სახსრების მიტაცებაში, ასევე კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსისგან" ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს.

შეგახსენებთ, ლი მიონ ბაკი კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში 2018 წლის მარტში დააკავეს. 5 ოქტომბერს კი, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი 2019 წლის მარტში ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანამდებობას 2008-2013 წლებში იკავებდა.

იხილეთ ვიდეო: კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციასა და თანხების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს