ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილზე მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი

სააკაშვილზე მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"წარმოუდგენელია, სააკაშვილი და დემოკრატია მიახლოებულ ჭრილშიც კი განვიხილოთ. გასაოცარი იყო მარგველაშვილის განცხადება, რომ მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს დემოკრატიაზე. ჩემთვის პირადად აქ დამთავრდა მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი,” - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსნებთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ელაპარაკოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა დემოკრატიის გაძლიერებაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს