მოძრაობა „შეცვალე“ – „ოცნების“ მხარდამჭერებმა და „ბოტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ საქართველოს რაგბის ნაკრებს, რაც ჩვენი დისკრედიტაციაა

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“ საქართველოს რაგბის ნაკრებთან დაკავშირებით გავრცელდებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „ბოტებმა“ და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა გაავრცელეს. როგორც „შეცვალეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის სამოქალაქო ატივისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ინფორმაცია.

„სამთავრობო ფეისბუქ გვერდებმა, „ბოტებმა“ და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოძრაობა ,,შეცვალე” ბოიკოტს უცხადებს საქართველოს რაგბის ნაკრებს და მოუწოდებს საზოგადოებას არ უგულშემატკივრონ მათ.

ეს არის სამოქალაქო ატივისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. გვინდა მადლობა ვუთხრათ ქართველ მორაგბეებს იმისთვის რომ, ყველა თამაშზე ბოლომდე იბრძვიან გამარჯვებისთვისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, - ნათქვამია „შეცვალეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა