ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს გამოუშვებს

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს გამოუშვებს. ქუთაისში მდებარე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა ერთ-ერთია, რომელსაც 2019 წელს, საინვესტიციო ვალდებულებებით, 68 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება - მიწა და შენობა 1 ლარად გადაეცა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტი.

როგორც ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა სააგენტოს განუცხადა, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს გამოუშვებს.

„გრაფიკს მივყვებით. ვაანონსებთ, რომ მიმდინარე წელს გვინდა პირველი ელექტრომობილის გამოშვება და ასეც იქნება“, - განუცხადა კახა გულედანმა „ინტერპრესნიუსს“.

ამასთან, თავის მხრივ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოშიც აცხადებენ, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხსნის მშენებლობის პროექტი, რომლისთვისაც კომპანიას გასულ წელს 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო ქონება, წარმატებით მიმდინარეობს.

„2019 წელს 1 ლარად და საინვესტიციო ვალდებულებებით გასხვისებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 68 მილიონ ლარს ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა 41-ში მდებარე 100 ჰა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა, რომელიც შპს „ბიგსერვისს“ ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის გადაეცა. საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 300 ადამიანი უნდა დაასაქმოს და 5000 ელექტრომობილის წარმოება უზრუნველყოს. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კომპანია პირველი ელექტრომობილის პრეზენტაციას აანონსებს“, - განუცხადეს უწყებაში „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, პრივატიზებული სახელმწიფო ქონების ჯამურმა ღირებულებამ 85 მილიონი ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო