ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ანტონ კორინევიჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ანტონ კორინევიჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გაწეული ძალისხევა განიხილეს. ამასთან, მინისტრმა სტუმარს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას იმ უსამართლო ბრძოლაში თავისუფლებისთვის, რომელიც მას ბოლო წლების განმავლობაში აქვს. აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაცია, რაც კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია პროცესის მშვიდობიან ჩარჩოში წარმართვა. სამწუხაროდ, ჩვენ გვაერთიანებს საერთო გამოწვევა, გვაერთიანებს საერთო მშვიდობიანი მიდგომაც, საინტერესო იყო მათი ხედვების მოსმენა. კიდევ ერთხელ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოებს აწუხებს, ეს არ არის საუბედუროდ შემთხვევითი, რუსეთი არის საერთო აქტორი, ეს არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების გამოწვევა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გადავდგათ დინამიური ნაბიჯები კონფლიქტის რეალური მოგვარებისკენ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფლიქტების მიმართულებით, საქართველოს და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მზადყოფნა გამოთქვეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა