კახა კალაძე - მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს და ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ

რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

„ამას მოგვიწოდებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკა მაქვს მხედველობაში, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და რაღაც კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მივაღწევთ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც ოპტიმალური ვატიანტია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხი, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ასე ბრიფინგებით და ინტერვიუებით, შესაბამისად დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება.

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობაც მათ აქვთ და ამის პრობლემა არ არსებობს",-განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა