რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების ფაქტი საჯაროდ დაგმონ

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, გუშინ სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების ფაქტი საჯაროდ დაგმონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზი არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის ისტორიის ნაწილია.

„ოპოზიციას ვურჩევდი, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დაგმოს გუშინდელი ფაქტი. მე პირადად, განსაკუთრებული გრძნობის გარეშე ამ დარბაზში ვერ შევდივარ. მე მათ ვურჩევდი რომ გამოვიდნენ და დაგმონ, გაემიჯნონ ამ ამაზრზენ ფაქტს. ის, რომ საზოგადოებას ექნება პროტესტი, ეს არის ბუნებრივი.რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს არის მორალური და ზნეობრივი პასუხოსმგებლობის საგანი. თუ ადამიანს არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუ მას არ შეუძლია აღიარება იმ შეცდომის და დანაშაულის, რაც დაუშვა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი გამოიტანს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა