ადვოკატი აცხადებს, რომ სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს, აღიარებს თუ არა ის ბრალს

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი პავლე კაკაბაძე იცავს. ადვოკატის თქმით, ის ჯერ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს მომავალში შეხვდება.

„მე, როგორც საზოგადოებრივ ადვოკატს, დამევალა ბრალდებულის ინტერესების დაცვა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის დაკავებული. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, მეტიც არ შევხვედრილვარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს წუთია ავიღე ორდერი, რომ შევხვდე. ამის შემდეგ შემეძლება დეტალური ინფორმაცია, მასთან შეთანხმებით მოგაწოდოთ. ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია აღიარებს თუ არა ბრალს. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება სავალდებულო დაცვას ექვემდებარება და ყველა საპროცესო მოქმედება უნდა განხორციელდეს ადვოკატის თანდასწრებით. კანონმდებლობით, 48 საათში პირს უნდა წარედგინოს ბრალი და საქმე გადაეცეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება ჩადენილია სამტრედიაში, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რომელი სასამართლოს განსჯადი იქნება", - განაცხადა პავლე კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამტრედიაში, ახალგაზრდა ქალი იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მან შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და ვიდრე თავადაც შევიდოდა, სიძე მის შვილს თავს დაესხა. შენობაში შესულს კი მისი შვილი გარდაცვლილი დახვდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს