მამუკა მდინარაძე - დემოკრატიაზე სააკაშვილის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის

დემოკრატიაზე სააკაშვილის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, მარგველაშვილს ორიგინალური და განსხვავებული არაფერი უთქვამს და მსგავსი რიტორიკა ჰქონდა პრეზიდენტობის დროსაც.

„წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ ადამიანს. მათი საქმეა, „ნაცის“ ნარატივში ჩაჯდებიან თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მესენჯერს გაიზიარებენ თუ არა. უბრალოდ, მე მენიშნა მისი განცხადება, რომ დაინტერესდება დემოკრატიასთან დაკავშირებით რა ხედვები აქვს მიხეილ სააკაშვილს. დემოკრატიაზე სააკაშვილის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის. ახალ ველოსიპედს თუ ვიგონებთ, რომ სააკაშვილისგან მივიღოთ ახალი პოლიტიკოსი, რომელიც უკვე დემოკრატიულ საწყისებზე მეტყველებს, ეს არ გამოუვა არც მარგველაშვილს და არც სხვას ,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. მისივე თქმით, მზად არის ესაუბროს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს, თუ მას საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხედვა აქვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს