ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

კახიძის თქმით, საქმე მტკიცებულებებით გამყარებული არ არის და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკური სამიზნე იყო.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ როდესაც ივანიშვილმა ციხეში არწასვლის პირობად რიტორიკის შეცვლა გამოაცხადა, თუ რიტორიკას შეცვლიდი და ივანიშვილის ბანაკში გადაბარგდებოდი, მაშინ არ შეგეხებოდა პროკურატურა. ეს არის პოლიტიკური მოტივაციით დევნა.

მეორე, ვანო მერაბიშვილის განაჩენი შესწავლილი და შეფასებული აქვს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ეუთო/ოდირის სასამართლო მინიტორებს, რომლებიც პროცესებს ესწრებოდნენ. მათი დასკვნის მიხედვით, მერაბიშვილის განაჩენი, რომელიც მათ შეისწავლეს, 2013 წლის ე.წ. „სოცაგენტების საქმე“ დაუსაბუთებელი იყო. ესეც მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დევნას.

ფარცხალაძის მხრიდან მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, მასზე ზეწოლა, რომ პარტიის თავმჯდომარისთვის მიეცა ინფორმაცია და ამ შემთხვევაში მას ყველა ბრალს მოუხსნიდნენ, ესეც მიუთითებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური სამიზნე იყო და ხელისუფლებას რეალურად რომელიმე საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება არ აინტერესებდა.

ბრალდებები, რომელიც მას აქვს წაყენებული, სასჯელები და განაჩენები შეფასებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს თანაბრალდებულების საქმეებზე. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული იგივე ბრალდება, რაზეც 7- წლიანი სასჯელი მოახდევინეს ვანო მერაბიშვილს, თუმცა „ინტერპოლმა“ მტკიცებულებების შეფასების დროს თქვა, რომ წითელ ცირკულარზე ძებნის გამოცხადებისთვისაც კი, ეს მასალები საკმარისი არ იყო. მაგრამ ქართული სასამართლოსთვის საკმარისი აღმონდა, რომ 7- წლიანი პატიმრობა გამოეყენებინათ. ეს არის არგუმენტები, რომელიც მერაბიშვილის პატიმრობის მოტივაციაზე, შერჩევით მიდგომაზე და იმაზე მიუთითებს, რომ საქმეები მტკიცებულებებით გამყარებული არ არის“,- განაცხადა კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს