კახა კალაძე სსრკ-ს ჰიმნის გაჟღერებაზე - სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ეს კონკრეტული დაჯგუფებაა, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება

მე, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ეს არის კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება წინგადადგმულ ნაბიჯებს და ჩვენს ევროინტეგრაციას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს" წევრების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში სხდომის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

მისი შეფასებით, ეს არის "დაჯგუფება, რომელმაც 2008 წელს ქვეყნის ოკუპაცია თავიდან ვერ აიცილა".

„მე, სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია. ეს არის კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს და ჩვენს ევროინტეგრაციას. ეს არის კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც არ სიამოვნებს და არ მოსწონს ის, რომ საგარეო მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა აქვთ ევროპის ქვეყნებში, ეს არის ძალა, რომელმაც 2008 წელს ვერ აიცილა თავიდან ქვეყნის ოკუპაცია და რაც მოხდა, რამდენი სოფელი დავკარგეთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს