რომან გოცირიძე - სასიხარულოა, რომ ვანო მერაბიშვილი ხვალ დააღწევს თავს რეპრესიულ სასჯელს, რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, დაუბრუნდება თუ არა ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკას და ასევე, რომელი პოლიტიკური პარტიის რიგებში შეიძლება ვიხილოთ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი მის გეგმებზე თავად ისაუბრებს.

ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, რაც დაამტკიცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ის შეიძლება ითქვას, იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. მერაბიშვილი 7 წლის განმავლობაში უსამართლოდ იჯდა ციხეში. სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის ხვალ პირველი. ხვალ გვეცოდინება მისი პოზიცია და მისი მომავალი გეგმების შესახებ", - განაცხადა გოცირიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა