გიორგი კანდელაკი - „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ზედ აკვდება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“ „ზედ აკვდება“, რადგან მისი თქმით, მმართველი პარტიის რიგები სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით.

კანდელაკის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი არსით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს წარმოადგენს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ.

„საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გამოსდის ხან ცუდად. ამჯერად ცუდად გამოუვიდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან „ზედ აკვდება“. „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. მაგალითად, ბატონი ვოლსკი იყო, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის, ცეკას ინსტრუქტორი. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ. ამიტომ იყო ზედგამოჭრილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი, საბჭოთა კავშირის სიმბოლოებიც და საბჭოთა სულისკვეთებაც „ქართული ოცნებისთვის“. მერაბ კოსტავა რომ ციხეში იჯდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ბატონი ვოლსკი, ბატონი კოპალიანი და არაერთი ბატონი „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი და ივანიშვილის კარზე დღეს დაწინაურებული, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამაში იღებდნენ ხელფასს, იკეთებდნენ კარიერას“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა