ირმა ნადირაშვილი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციაზე - წესიერად ვერც ამეცადინეს, სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გუშინ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქცია დადგმული პროტესტი იყო და მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ნამდვილ ემოციას და დადგმულ პროტესტს.

„რა თქმა უნდა, „ქოც“ აქტივისტების დარაზმვა და ჩვენს ოფისთან თავმოყრა ვერ შეცვლის ვერც ვითარებას ქვეყანაში, ვერც ჩვენს განწყობებს და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით, რომ მორიგი აქცია, პერფორმანსი დავგეგმოთ, შევუქმნათ დისკომფორტი „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ამას ისევ გავაკეთებთ.

გუშინ აქ მოსული ადამიანები დადგმულ პროტესტს განასახიერებდნენ ისე, რომ წესიერად ვერც ამეცადინეს და სახელები და გვარებიც კი ვერ დაამახსოვრებინეს. ეს ნიშნავს რომ ისინი დავალებით იყვნენ მოსული, ამიტომ არ შეიძლება სერიოზულად ამ აქციების აღქმა“,- აღნიშნა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა, ნადირაშვილის თქმით, „ინსტიტუტების შეურაცხყოფა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია,“.

„შეურაცხყოფაა ის, როგორც ის აირჩია და დანიშნა ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა და თავად ბიძინა ივანიშვილის და მისი მასხარების არაფორმალური მმართველობა არის ინსტიტუტების შეურაცხყოფა და სახელმწიფოს მიტაცებაც. სწორედ ამიტომ ჟღერდა გუშინ საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დარბაზში“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ „ევროპული საქართველოს" ოფისთან დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა