გიორგი კანდელაკი ხანგოშვილის მკვლელობაზე - მოვუწოდებთ მთავრობას, საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე სამარცხვინო და უღირსი საქციელი შეწყვიტოს

საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი ჯიუტი დუმილი და იგნორირება ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეროზიის „ქართული ოცნების“ პირობებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და დამალა ზელიმხან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დეტალები.

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება გასულ წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ და რომ ამ მკვლელობის გამო გერმანიამ საკუთარი ტერიტორიიდან გააძევა რუსეთის 2 დიპლომატი. საზოგადოებას ასევე მოეხსენება, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გასულ წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს უშიშროების სტრუქტურებთან, ასევე ჩვენს მოკავშირეებთან ნატოს ქვეყნებიდან. გუშინ გამოქვეყნდა ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფის „ბელინკატის“ ახალი გამოძიება, რომელიც წვრილმანებში ადგენს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების სამსახურის რამდენიმე დანაყოფი. 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე, საქართველოს პატრიოტზე განხროციელდა შეიარაღებული თავდასხმა რა დროსაც მას ესროლეს 8 ტყვია. ამ თავდასხმის შემდეგ ჩატარდა არაერთი ავტორიტეტული კველვა, რომელიც ახსენებს, რომ „ქართულმა ოცნების“ მთავრობამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და დამალა ზელიმხან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დეტალები. მაგალითად, ჟვანიას მოედანზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ წაიშალა ირგვლივ მდებარე კამერების ჩანაწერი და ფაქტიურად დემონსტრაციულად არ გამოიძია ამჟამინდელმა მთავრობამ ხანგოშვილზე თავდასხმა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა გერმანია-რუსეთის ურთიერთობებში და ამ ფონზე სრულიად გამაოგნებელია, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ამ ხნის განმავლობაში არაფერს ამბობს.

„მათ მწუხარებაც კი არ გამოუთქვამთ ესოდენ მნიშვნელოვანი ფიგურის მკვლელობის გამო და არაფერი არ უთქვამთ იმის ირგლივ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საკითხმა შეიძინა ესოდენი მნიშვნელობა დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობაში. ჩვენ გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი სამარცხვინო, თავისმომჭრელი და უღირსი საქციელი შეწყვიტოს. საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი ჯიუტი დუმილი და იგნორირება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეროზიისა „ქართული ოცნების“ პირობებში,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს