აკაკი ბობოხიძე - ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგება

ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგება. მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვა არის მხოლოდ მისი და იმ მხარდამჭერების გადასაწყვეტი, რომელიც, სავარაუდოდ, ბატონ ვანოს მრავლად ჰყავს საქართველოში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ მერაბიშვილი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კიდევ დააკავონ, ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

„ივანიშვილი ცივილური მეთოდებით არჩევნებს ვერ იგებს, ამიტომ დარჩა ერთადერთი შანსი, ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის სრულიად არაბუნებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამიტომ, ყველა პროცესი - კარგი თუ ცუდი, „ქართული ოცნების” მხრიდან დაწყებული, დასრულდება უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე”,- განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ, 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა