ადვოკატი აცხადებს, რომ სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს და დანაშაულს ინანიებს

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გ.ა-ს წარდგენილ ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო, სინანულს გამოთქვამს.

მისივე თქმით, ბრალდებულს ბრალი უკვე წარედგინა.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს შევხვდი, უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, ძალიან წუხს მომხდარის გამო. რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას, თუმცა მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი იქნება. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. აღიარებს რეალურად და გულწრფელად ინანიებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და მისი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით და არსებული წინაპირობისა არ ამართლებს დანაშაულს, ასეთი მოსაზრება აქვს თავად ბრალდებულს.

რაც შეეხება სასამართლოს, დამოკიდებულია, როდის შევა ბრალდების მხარე შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სხდომა წარიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბრალის წარდგენიდან 48 საათში საქმე უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს", - განაცხადა პავლე კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო