ლონდა თოლორაია ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორს იან კლაისენს და პერსონალურ მონაცემთა განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლზე, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ 2020 წლის განმავლობაში პრიორიტეტი იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ წარდგენილ კანონპროექტსა და მისი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საზოგადოებრივი ინფორმაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. მათ შორის, კანონის იმპლემენტაციის, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის სასწავლო მოდულების შემუშავების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორცირლებაში. დეპარტამენტის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამსახურის ახალ პროექტზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები” და აღინიშნა, რომ ის წარმატებული მაგალითი იქნება სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებისთვისაც.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირველად დაინერგა ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების პლატფორმის HELP-ის პროგრამა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ამ პროცესში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. HELP-ის ონლაინ კურსი აღწერს მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს