პრეზიდენტი - როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

​"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა. სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა. საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები",- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო