ანზორ მარგიანი უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და სამშვიდობო პროცესებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფება და ორივე სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისწრაფვის დინამიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.

მათივე ინფორმაციით, ანზორ მარგიანმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუმრობისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სხვადასხვა ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ყირიმელი თათრების სახალხო დამცველი ნარიმან უსტაევი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნები პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოვპაკი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო